ცესკო „მემარჯვენეებისა“ და „პატრიოტთა ალიანსისთვის“ საარჩევნო ნომრების წილისყრის გარეშე მინიჭებაზე განმარტებას აკეთებს » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე „ახალ მემარჯვენეებისა“ და „პატრიოტთა ალიანსისთვის“ საარჩევნო ნომრების წილისყრის გარეშე მინიჭებაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება თანაბარი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად მიიღო. მისივე თქმით, კომისია არსებული რეალობიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს.

,,ვინაიდან 2016 წლის 8 ოქტომბერს იმართება საპარლამენტო არჩევნები, რიგგარეშე და საკრებულოს ადგილმონცვლის არჩევნები, შესაძლებელია შექმნილიყო სიტუაცია, როდესაც პოლიტიკურ სუბიექტებს ერთ არჩევნებში ესარგებლა ერთი ნომრით, ხოლო მეორე არჩევნებში სხვა ნომრით. შესაბამისად, ეს გამოიწვევდა დაბნეულობას და შექმნიდა უხერხულობას საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. ამასთანავე, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა, წაახალისებდა იმ მომენტს, როდესაც ერთი და იგივე სუბიექტს არჩევნებში სხვადასხვა ნომერი აქვს მნიჭებული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს აღნიშნულ ნორმებს და მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, პარტიებს, ვისაც ეს დადგინელება ეხებათ, ენიჭებათ უპირატესობა, ყველა სახის არჩევნებში ჰქონდეთ ერთი და იგივე ნომერი. ეს რა თქმა უნდა არის საარჩევნო სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომი, რაც შექმნის თანაბარ გარემოს და რაც მთავარია ამომრჩეველს ექნება საშუალება, საკუთარი არჩევანის უფრო კომფორტულ გარემოში დაფიქსირების. ცესკომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტთან ერთად არჩევნებამდე არა უგვიანეს 36-ე დღისა, როდესაც შესაძლებელია მიღებულ იქნას განკარგულება სხვა სუბიექტების ნომრების განაწლების თაობაზე“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ 9 ხმით მიიღო. როგორც სხდომიდან გამოსულმა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ ხიდაშელმა განაცხადა, ცესკომ დღეს სასათბურე პირობები შეუქმნა აღნიშნულ ორ პარტიას და ეს გააკეთა კანონის მოთხოვნების დარღვევით.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.