„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგენა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
29 აგვისტოს, პოლიტიკურმა პლატფორმამ „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” საპარლამენტო არჩევნებისთვის დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები განმუხურში, ამფითეატრის ტერიტორიაზე წარადგინა. როგორც პოლიტიკური სუბიექტის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, განმუხურში კანდიდატების წარდგენა მოხდა სიმბოლურად, აფხაზეთთან სიახლოვის მიზეზით, რათა აფხაზებს მიაწვდინონ ხმა. პარტიის ლიდერების განცხადებით, მათ აქვთ შემუშავებული ქვეყნის განვითარების სტრატეგია, რაც დეტალურად არის გაწერილი.

„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატები წარდგენისას ხელს აწერდნენ მემორანდუმს „მაჟორიტარები ხალხისთვის“ სადაც გაწერილია დეპუტატის მოვალეობები.

„ჩემი 4 წლიანი მანდატი - თქვენი 4 წლიანი სოციალური დაცულობის გარანტია;

გავუწევ ზედამხედველობას თვითმმართველობის ხარჯებს და საქმიანობას;

პარლამენტში გავაჟღერებ ოლქის პრობლემებს თვეში მინიმუმ 5-ჯერ;

ოლქის მოსახლეობას შევხვდებით თვეში მინიმუმ 10-ჯერ;

გვექნება 24-საათიანი ტრანსლაცია კაბინეტრიდან“, - ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც ყველა კანდიდატი აწერს ხელს.

„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატების სია ასე გამოიყურება:

ზუგდიდის მეორე ოლქში პარტიის კანდიდატი იქნება ბესარიონ თოდუა. იგი 1995-2005 წლებში მუშაობდა საოლქო საგადასახადო ინსპექციაში. იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი. პროფესიით არის იურისტი და ინჟინერ-ეკონომისტი.

ზუგდიდის პირველ ოლქში იბრძოლებს ვახტანგ ცხადაია. ის ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრია, იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე. პროფესიით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია.

ხობში პარტიის კანდიდატი იქნება კახაბერ ნადარია. პარტიის ინფორმაციით, ნადარია პროფესიით ეკონომისტია, არის ბიზნესმენი, ხობის ყოფილი რწმუნებული, საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი.

მარტვილი - აბაშაში „სახელმწიფო ხალხისთვის კანდიდატი“ იქნება დავით თოფურია. იგი 2010-2014 წლებში საკრებულოს თავმჯდომარე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში. არის საღვთისმეტყველო საგნების სპეციალისტი.

წალენჯიხა- ჩხოროწყუში პარტიის კანდიდატი გიორგ ხარჩილავაა, რომელიც 1995-1998 წლებში იყო წალენჯიხის მერი, გამგებელი, ასევე გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარე. არის ოქროს მედალოსანი, რომელიც პარტიის ცნობით, უფასოდ წვრთნის ბავშვებს.

ფოთი-ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატია კოტე კემულარია, რომელიც იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ელჩი რუსეთში და პარლამენტის წევრი. პარტიაში აცხადებენ, რომ კემულარია ღირსეული პიროვნებაა, რომელიც 2-ჯერ იყო იუსტიციის მინისტრი.

სენაკში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია გურამ მისაბიშვილი. იგი სენაკის ყოფილი გამგებელია, იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და პარლამენტის წევრი.

ხარაგაულში პარტიის კანდიდატი იქნება გიგა გლუნჩაძე, რომელიც 2008-2010 წლებში იყო ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და თბილისის მერიაში. პარტიის ცნობით, არის ორი ყველაზე წარმატებული პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ და „სახელმწიფო სამი ნულის“ ავტორი და ხელმძღვანელი.

ცაგერი-ამბროლაური- ონი-ლენტეხი-მესტიაში პარტიის კანდიდატია როსტომ ცხვედიანი. მას აქვს ქირურგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში მას 5000-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული და პარტიის ინფორმაციით, გადარჩენილი ჰყავს უამრავი ადამიანი.
„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგენა
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.