შეხვედრა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცესკოს თავმჯდომარემ მათ ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თამარ ჟვანიამ საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად განხორციელებული აქტივობების და სიახლეების შესახებაც ისაუბრა.

დღევანდელ შეხვედრას ასევე დაესწრნენ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები და შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის წესები და ვადები გააცნეს.

„დღეს მორიგი, მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან; მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო პროცედურების, ვალდებულებებისა და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ცესკო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია აუცილებელია,“ განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულებისას.

ცესკოში გამართულ შეხვედრას დღეს 19 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.