საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღების შესახებ
მთავარი > არჩევნები 2017 > არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღების შესახებ

არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღების შესახებ


16-10-2016, 23:09. ავტორი: jikhatv
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge