წვევამდელთა საყურადღებოდ! » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის N349 დადგენილების და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 15 აგვისტოს N2-1/494 ბრძანების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური აცხადებს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქე ვაჟების საშემოდგომო გაწვევას სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა წვევამდელი, რომლებიც ექვემდებარებიან სამხედრო გაწვევას, ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში გამწვევ კომისიაზე გასავლელად, რათა შემდგომ მოიხადონ თავიანთი კონსტიტუციური ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 197-ე პრიმა მუხლის თანახმად გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდება დასჯადია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.