» » წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლა შენდება


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლა შენდება


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლა შენდება. სამშენებლო პროცესს ადგილზე სამგერელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, წალენჯიხის მერთან ერთად გაეცნო.

ახალი თანამედროვე საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ეწერის საჯარო სკოლა ავარიული იყო, რის გამოც მოსწავლეები განათლებას სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, არასათანადო პირობებში იღებენ.

პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენსერვისი“ ასრულებს. 

წელს, რეგიონში 8 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება. 

მსგავსი სიახლეები

  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
  • 
  • წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს.
  • 
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
  • 
  • იუსტიციის მინისტრმა სოფელ ჯგალში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა
  • 
  • 2017 წელს ETALONI.GE-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები
  • 
    კომენტარის დამატება

    გთხოვთ დაიცავით ცენზურა.