დაღუპული სამხედროების შვილებს დელფინარიუმში უმასპინძლეს » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სამშვიდობო მისიებისა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ.

აჭარის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონიდან ბათუმში ჩასულ ოჯახის წევრებსა და ბავშვებს III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს.

დელფინარიუმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ბავშვებს შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა შესთავაზა. შოუში მონაწილე დელფინებმა - ზორომ, მაიამ, მონიკამ, ციციმ, ფლიპერისმა, მარკომ, ნინიმ და კვირიამ პატარა სტუმრებისთვის 30-მდე ნომერი, სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი და სხვა ნომრები შეასრულეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ სოციალურ აქციას მხარი ბათუმის დელფინარიუმმა და ქალაქის მერიამაც დაუჭირა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.