საბერძნეთმა თურქეთში მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საბერძნეთმა თურქეთში მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო. მიგრანტთა პირველი ნაკადი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან უკვე გაემგზავრა.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი სამგზავრო კატარღით კუნძული 131 მიგრანტმა დატოვა, მათი უმეტესობა პაკისტანიდან და ბანგლადეშიდანაა.

მიგრანტების თურქეთში დაბრუნება ევროკავშირის დახმარებით შემუშავებული გეგმის ნაწილია, რომელმაც პოლიტიკოსთა გათვლებით ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისი უნდა შეამსუბუქოს.

ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმების თანახმად, ანკარა უკან მიიღებს ყველა მიგრანტს, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად ჩავიდა. სანაცვლოდ ევროკავშირი თავშესაფარს მისცემს ყველა სირიელ დევნილს, რომლებიც პირდაპირ ჩავიდნენ თურქეთიდან.

ბრიუსელი ანკარას მიგრანტების კრიზისის თავიდან ასაცილებლად თანხის გამოყოფას და თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ზონაში უვიზო მიმოსვლას დაჰპირდა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.