პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს ხვალ გადაეგზავნება.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„დღეს პრემიერმინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები, ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.