Washington Post - რაც Tesla-სთან დაკავშირებით ხდება, ავტოინდუსტრიაში არასდროს მომხდარა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ი კომპანია Tesla-ს ახალ ელექტრომობილზე Model 3-ზე სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, ის, რაც Tesla-სთან დაკავშირებით ხდება, ავტოინდუსტრიაში არასდროს მომხდარა.

აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მოდელები - Honda Accord ან Nissan Altima დაახლოებით 300 ათასი იყიდება ყოველწლიურად. ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ კი თავისი ახალი Model 3-ზე 276 ათასი შეკვეთა მიიღო 2017 წლისთვის - ეს მხოლოდ ორ დღეში. მოსალოდნელია, რომ ავტოინდუსტრია ელექტრომობილებს მეტ ყურადღებას მიაქცევს.

„ჩვენ ასეთი რამ ავტოინდუსტრიაში არ გვინახავს. ეს უპრეცედენტოა“, - განაცხადა ჯესიკა კალდუელმა, რომელიც Emdunds.com-ის უფროსი ანალიტიკოსია.

წამყვანმა კომპანიებმა უკვე დიდი ხანია, ელექტრომობილებზე მუშაობა დაიწყეს და ზოგიერთმა წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ეს ბაზარი ყოველთვის ათასობით იზომებოდა და არა ასი ათასობით.

Tesla კი აკეთებს იმას, რაც სხვას არადროს გაუკეთებია - ელექტრომობილებს ფართო საზოგადოებაში ყიდის. კომპანიამ რამდენიმე დღეში იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ თითქმის გაასწრო ავტოგიგანტების მიერ აშშ-ში ყოველწლიური გაყიდვების მაჩვენებელს. მაგალითად, Mazda-მ აშშ-ში 2015 წელს სულ 319 ათასი ავტომობილი გაყიდა, ხოლო Lexus-მა 344 ათასი.

ინდუსტრიის კიდევ ერთი ანალიტიკოსი ჯეიმს მაკქუივი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ 35 ათას აშშ დოლარად შეფასებულ Model 3-ზე შეკვეთები გაუქმდება და კომპანიას მანქანების მიწოდებაში პრობლემები ექნება, რაც მოსალოდნელიც არის, ეს ტენდენცია ამტკიცებს, რომ მომხმარებლის მადა კარგი დიზაინის მქონე მანქანაზე ძალიან დიდია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს.

„Tesla ავითარებს იმ მოსაზრებას, რომ მანქანა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაგარი უნდა იყოს. ეს უფრო iPhone-ია ვიდრე Model T“, - აცხადებს მაკქუივი. მისივე შეფასებით, ეს ელექტრომანქანების რევოლუციაა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.