იანვარ-მარტში ღვინის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 51%-ით გაიზარდა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 4 077 797, უკრაინა -1 088 862, ყაზახეთი - 784 844, პოლონეთი - 443 208 და ჩინეთი - 371 295 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი - 124%, უკრაინა - 66%, პოლონეთი - 26%, ლიტვა - 34% (137 448 ბოთლი), ყირგიზეთი - 70% (67 746 ბოთლი), აშშ - 19% (62 448 ბოთლი), გერმანია - 89% (80 814 ბოთლი), ჩინეთი - 2%, ბელარუსი - 297% (61 920 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 40% (21 432 ბოთლი) და სხვა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.