მსოფლიოს დიაბეტის ეპიდემია ემუქრება - რას აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია? » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო "შეუჩერებელი ნაბიჯით" მიიწევს შაქრიანი დიაბეტის ეპიდემიისაკენ.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 1980-დან 2015 წლამდე გაოთხმაგდა.

თუ 1980 წელს მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული 108 მილიონი ადამიანი ირიცხებოდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 422 მილიონს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში 11 ადამიანიდან ერთი დიაბეტითაა დაავადებული.

დიაბეტის შემთხვევები, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ყველაზე ხშირია.

სპეციალისტების თქმით, ეს ციფრი განაგრძობს მკვეთრ ზრდას, თუ სათანადო ზომები არ გატარდება.

დიაბეტით წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი კვდება. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად ითვლება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.