WhatsApp-მა უსაფრთხოების მიზნით დაშიფვრის სისტემა შემოიღო » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ამიერიდან WhatsApp გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდება.
მესინჯერის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, WhatsApp-ის ყველა ზარი და მიმოწერა მესამე პირებისთვის მიუწვდომელი გახდება და მომხმარებლის მონაცემთა მოპოვებას ვეღარავინ შეძლებს.
5 აპრილიდან Whatsup-მა, რომელიც ამერიკულ კორპორაცია Facebook-ს ეკუთვნის, შემოიღო სპეციალური დაშიფრვის სისტემა, რომლის შესახებაც სერვისის დამფუძნებლებმა იან კუმმა და ბრაიან ექტონმა კომპანიის ბლოგში დაწერეს.
„მომხმარებლების მონაცემთა და კომუნიკაციის უსაფრთხოება WhatsApp-ისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დავასრულეთ ტექნოლოგიურ სერვისზე მუშაობა, რომელიც WhatsApp-ს ლიდერს გახდის კერძო მიმოწერის დაცვის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საუბარია დაცვის მექანიზმზე, როცა გამავალი ხმოვანი, ტექსტობრივი, ფოტო და ვიდეო მასალები და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის წაკითხვას შეძლებს მხოლოდ გამგზავნი და მიმღები და ვერ წაიკითხავს მესამე პირი, იქნება ეს ჰაკერი, სპეცსამსახურების თანამშრომელი თუ WhatsApp-ის ადმინისტრაცია.
დაცვის ახალი მექანიზმი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც მესინჯერის ბოლო ვერსიას დააყენებს.
WhatsApp-ის გაძლიერება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლება WhatsApp-ის მომხმარებელთა მონაცემებთან წვდომის მოპოვებას ცდილობს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.