ლიტვა მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადო ასახვას » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ და ლინას ლინკევიჩუსმა შეხვედრისას, ხაზი გაუსვევს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანიკური არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ვაჭრობა, განათლება და კულტურა. კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვის დინამიკა ყოველ წელს იზრდება. ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მომავალ პოტენციალზეც.

განსაკუთრებით აღნიშნეს განათლების მიმართულებით ლიტვის მთავრობის მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ლიტვურ მხარეს უმაღლესი განათლების პროგრამისთვის, რომლის ფარგლებშიც ლიტვაში რამდენიმე ათეული ქართველი სტუდენტი სწავლობს"-აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი.

"ლინას ლინკევიჩუსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ მიმართულებით ლიტვის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მისი განცხადებით, საქართველო იმსახურებს მალე მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიიბერალიზაციის პროცესი მიმდნარე წლის ზაფხულში წარმატებით დასრულდება. ლინას ლინკევიჩუსმა მხარდაჭერა აღუთქვა თბილისს ნატოში ინტეგრაციის გზაზეც. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში სიტუაციის ბოლოდროინდელ ესკალაციას.

"მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში მშვიდობის უზრნველყოფის მნიშვნელობა.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ლიტვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტრიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მინისტრები მიესალმნენ ლიტვა-საქართველოს შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფორმატის არსებობას და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომა ვილნიუსში, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხელ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება" - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფაგლებში6-7 აპრილს შეხვედრებს გამართავს ასევე ლიტვის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის საჯარო გამოსვლა ვილნიუსის უნივერსიტეტში თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა"скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.