"თსუ-ში განვითარებული პროცესები სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოჰაბიტაციის შედეგია" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, თსუ-ში განვითარებული პროცესები "სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოჰაბიტაციის შედეგია"

ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტზე "ერთი ერთში აისახა" ის, რომ რთული იყო გაგება ხელისფუფლებაში "ქართული ოცნება" იყო თუ "ნაციონალური მოძრაობა".

”დიახ, ეს ყველაფერი მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში მყუდროდ არიან მოკალათებულნი, თუმცა ეს ის ინფორმაციაა, რის გასაჯაროებასაც ამ ეტაპზე მოვერიდები. მოვა დრო და ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ. 2013 წელს უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მართალია, ამ პერიოდში პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურები მას აღარ ემორჩილებოდნენ. ამასთან, ”ქართული ოცნება” ეიფორიაში იყო, ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლები კი ახალ პატრონს ეძებდნენ და მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა, რომ უნივერსიტეტში მოსულიყო კაცი, რომელიც დამოუკიდებელად იმოქმედებდა და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა. მსგავსი ისტორიული არჩევნები უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ სამჯერ ჩატარდა, პირველად, როდესაც პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს რექტორად, მეორედ - ივანე ჯავახიშვილი, მესამე კი, რიგით 28-ე რექტორი, მე აღმოვჩნდი. დანარჩენი რექტორები სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე ინიშნებოდნენ, ან ჯერ ინიშნებოდნენ და მხოლოდ მერე აირჩეოდნენ”, - განაცხადა ლადო პაპავამ.

პაპავამ იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომელსაც რექტორობის პერიოდში განიცდიდა. მისი თქმით, ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როცა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენებას მხარი არ დაუჭირა. რექტორის აზრით, ამ საქმეს ჩინოვნიკები ლობირებდნენ.

”თუმცა ამაზე მეტს დღეს ვერ ვიტყვი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა. მაშინ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებმაც გააპროტესტეს და საბედნიეროდ, ეს პროცესი შეჩერდა.

მორიგი ზეწოლა კანცლერის არჩევნების წინ დაიწყო, ბევრს ვერ ვისაუბრებ, თუმცა ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში რექტორისგან დამოუკიდებელი ბინძური თამაში წამოიწყეს.

მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ,როგორ დაიწყო პროცესები- სტუდენტების ორი ჯგუფი გაერთიანდა მოთხოვნით, რომ „ოდეერები“ უნივერსიტეტიდან წასულიყვნენ,მოგვიანებით კი ორივე ჯგუფმა ერთდროულად მოითხოვეს რექტორის გადადგომა. თუმცა.როგორც კი თანამდებობიდან გადადგომა დავაანონსე,ყველა გაჩუმდა და „ოდეერის“ საკითხიც არავის გახსენებია. აღმოჩნდა,რომ თურმე უნივერსიტეტსი პაპავას პრობლემა იყო და არა „ოდეერის“. დასკვნა მარტივია,რომ ეს ჩემს წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ისიც კი იკადრეს, რომ სტუდენტების ნაწილი სშიმშილოდ დაესვათ" - ამბობს პაპავა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ლადო პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა. ის თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევენ.

არჩევნები 20 აპრილსაა ჩანიშნული.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.