ტელესტუდია "ჯიხა"-ს საეთერო აპარატურა მეხმა დააზიანა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
მ/წლის 28 ივლისს, საღამოს საათებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს თავს დაატყდა ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი. მთისძირა სოფლებში კი სეტყვა დაფიქსირდა, რამაც მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთებზე არსებული ხეხილი, ვენახი და სოფლის მეურნეობის სხვა კულტურები მნიშვნელოვნად დააზარალა. ასევე ქალაქ წალენჯიხის ცენტრში რამდენიმე შენობა-ნაგებობას და განსაკუთრებულად მაღალ ხეებს მეხი დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ნაძვის ხე შუაზე გაიხლიჩა. მათ შორის ძლიერი მეხის დაცემის ფაქტი დაფიქსირდა ტელეკომპანია "ჯიხა"-ს შენობაზე, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა "ჯიხა"-ს საეთერო სტუდიის ტელეანძასთან დამაკავშირებელი მაგისტრალი და სხვა კომპიუტერული ტექნიკა. ასევე ჩაიმსხვრა შენობის შუშები და ყველა სართულზე დაზიანდა ოფისებში დამონტაჟებული ინტერნეტისა და თანამგზავრული მაუწყებლობის ანტენები და მიმღები რესივერები, ტელევიზორები.
ტელეკომპანია "ჯიხა" იძულებული გახდა შეეწყვიტა ციფრული ტელემაუწყებლობა, მაგრამ იგი, მოპოვებული ინფორმაციების გაშუქებას გაგარძელებს ინტერნეტ სივრცეში. დაზიანებების აღდგენის შემთხვევაში კი გააგრძელებს ციფრულ მაუწყებლობას.
ტელესტუდია "ჯიხა"-ს საეთერო აპარატურა მეხმა დააზიანა

ტელესტუდია "ჯიხა"-ს საეთერო აპარატურა მეხმა დააზიანა

ტელესტუდია "ჯიხა"-ს საეთერო აპარატურა მეხმა დააზიანა
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.