გია ვოლსკი ბედუკაძეზე - გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ "ცენტრისტების" ირგვლივ ატეხილი სკანდალის კომენტირებისას განაცხადა.
"ვფიქრობ, "ცენტრისტებისგან" შევქმენით, ტალახისგან ავაგეთ მონუმენტი და უნდათ ახლა, ამ მონუმენტს დაეტაკონ და გადაანგრიონ, რაც ძალიან ადვილია. საერთოდ, ნულს ქვემოთ რეიტინგის მქონე რამდენიმე ადამიანი წამოწიეს, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობა" აქტიურობს. ვფიქრობ, არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ მაინც სარჩელი. თუმცა, გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას, პრინციპში, ამდენი დრო დავუთმეთ", - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის თანახმადაც აუცილებელია ცესკო-ს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვოლსკი პასუხობს,რომ "თინა ხიდაშელს უყვარს ხმამაღალი განცხადებები". "ჩვენ მას ვერ შევცვლით, თუმცა სიტუაციის სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რყევები", - დასძინა ვოლსკიმ, რომლის აზრითაც წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება და "როყიო განცხადებები" საჭირო არ არის.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.