პაატა ბურჭულაძის პარტია ბლოკ "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანთან“ გაერთიანდა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა ახალ თანაგუნდელებს, რადგან მისი განცხადებით, ისინი ზუსტად იმ დროს შეუერთდნენ, როცა გუნდზე მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა.

„დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყოფილ კოლეგებს, ახლა კი თანაგუელებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ გუნდზე მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა, დღესაც არის ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხი ჩვენზე და დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, ეს გმირობის ტოლფასია.

ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერის მთელი საქართველო, 80 პროცენტზე მეტი საქართველო, ვისაც უჭირს და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით საგრძნობლად უკეთესობისკენ და არა ოთხი წლის შემდეგ, არამედ პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას.

ცოტა დრო დარჩა მოთმინებისთვის, მინდა გამოვაცხადო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასათვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს, ეს არის პროდასავლური, ნატოში გაწევრიანება, ჩვენი ხედვები არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სამართლიანი საქართველო“,- განაცხადა ბურჭულაძემ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.