რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნება – ნინო ბურჯანაძე » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველომ სწორი პოლიტიკა წარმართოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

ბურჯანაძის თქმით, ეს პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ მოგვარდეს საქართველოს ყველაზე მთავარი პრობლემა – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

“ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორად, ქვეყანაში მოგვარდეს ეკონომიკური პრობლემები. ნარიშკინთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნას რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის იმ საკითხების ნუსხა, რომელიც ჩვენ გავიარეთ”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბუნებრივია წინ არის ძალიან სერიოზული პროცესი მოლაპარაკებების, რომელიც უნდა წარიმართოს ძალიან სერიოზულად.

“მე ვპირდები საქართველოს მოსახელობას, რომ სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ანუ როცა შემოხაზავენ ნომერ სამს და ჩვენ მოვხვდების საქართველოს პარლამენტში, ისე როგორც ეს სჭირდება გუნდს, რომელმაც პრინციპული ცვლილებები უნდა განახორციელოს ქვეყნის გადასარჩენად, ბუნებრეივია, მე წავმართავ ძალიან ფართომაშტაბიან მოლაპარაკებებს და შევძლებ კიდეც იმ პრობლემების მოგვარება დაიწყოს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ზოგადად რაც მინდოდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მეთქვა დანარჩენი უკვე არჩევნების შემდეგ”,-განაცხადა ბურჯანაძემ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.