20 აგვისტოს წალენჯიხა შუქის გარეშე შეხვდა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხას დილიდან საღამოს 6 საათამდე შუქი არ მიეწოდებოდა. ენერგო-პრო ჯორჯიას წალენჯიხის სერვის ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით მიზეზად წალენჯიხის მთავარი ქვესადგურის ძალოვანი ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლა დასახელდა. "ჯიხა"-ს გადამღები ჯგუფი დაინტერესდა ამ საკითხით და ქვესადგურზე აღდგენითი სამუშაოს მიმდინარეობა ფირზე აღბეჭდა.
მართლაც, შარშან ამ დროს შეძენილი ახალი ტრანსფორმატორი გაუგებარი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ ენერგო-პრო ჯორჯიას რეგიონალური სამსახურის თანამშრომელთა ძალისხმევისა და ოპერატიულობის შედეგად მოკლე დროში ქუთაისიდან ჩამოტანილიქნა ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომელიც 2 საათის განმავლობაში ექსპლუატაციაში ჩაეშვა და მუნიციპალიტეტის ელექტრო ენერგიით მომარაგება აღსდგა.
ენერგო-პრო ჯორჯიას წალენჯიხის სერვის ცენტრის ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს დისკომფორტისათვის.
20 აგვისტოს წალენჯიხა შუქის გარეშე შეხვდა

20 აგვისტოს წალენჯიხა შუქის გარეშე შეხვდა

20 აგვისტოს წალენჯიხა შუქის გარეშე შეხვდა

20 აგვისტოს წალენჯიხა შუქის გარეშე შეხვდა
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.