აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან - რას მოითხოვენ მარგველაშვილისგან? » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, გადახედოს მის გადაწყვეტილებას რეფერენდუმთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტს 24 საათიან ვადას აძლევენ, ხოლო თუ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციაში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმს არ დანიშნავს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

"პასუხი, რომელიც ჩვენ პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საქართველოში მას შემდგომ, რაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ჩატარებულა არაერთი რეფერენდუმი და პლებისციტი. ამ შემთხვევაში, მაშინ ამ რეფერენდუმის შედეგებიც უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღასრულოს საზოგადოების ნება, რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა ძალას, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ აქციებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ვიბრძოლებთ ყველანაირი ფორმით, რომ საქართველოში არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

წყარო: presa.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.