ტერაქტის საქმეზე დაკავებულის დეიდა: "ჩემი დისშვილი სასტიკად სცემეს" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ბექა ბექაურის დეიდა აცხადებს, რომ მისი დისშვილი სასტიკადაა ნაცემი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქალბატონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბექაურის ცემა დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას მოხდა.

დაკავებულის დეიდამ არ იცის, თუ რა ჩვენება მისცა მისმა დისშვილმა გამოძიებას და აღიარა თუ არა დანაშაული, თუმცა ვარაუდობს, რომ მან ყველაფერი თავის თავზე აიღო და ეს სწორედ „ცემის შედეგად მოხდა“. მანვე დისშვილის უკრაინასთან კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.