რა ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს ეკა ბესელია? » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე, ეკატერინე ბესელია სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე უცნაურ ინფორმაციას აზიარებს.

პარლამენტის იურისტი წევრი, როგორც ჩანს ისე გაიტაცა კონკურენტი პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციის სურვილმა, რომ არც კი დაფიქრებულა, რამდენად გადამოწმებულია მის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პირველი ლედი თურმე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობს...

თუმცა, ბესელიასგან ეს ფაქტი მაინც არაა გასაკვირი. თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის და სხვათა მიერ ე.წ. პოლიტპატიმრების სიის შედგენისას ქრთამსა და გამოძალვაში დადანაშაულებული პარლამენტარი, ასეთი ყველაფრისმკადრებლის იმიჯით რომ ცდილობს ქართულ საზოგადოებაში უსაზღვროდ პოპულარული სანდრა რულოვსის დაჩრდილვას, ალბათ ლოგიკურიცაა..


წყარო: presa.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.