დეპარდიე სარანსკში რუსეთის პასპორტების მქონე უცხოელებისათვის კლუბს ხსნის » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მორდვეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სარანსკში, იმ უცხოელებისათვის ვინც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, კლუბს ხსნის.

ამის შესახებ РИА Новости-ს "გოსფილმფონდის" ხელმძღვანელმა ნიკოლაი ბოროდაჩოვმა განუცხადა. ბოროდაჩოვის განცხადებით, დეპარდიე სარანსკში 27 აგვისტოს ჩავა.

კლუბი დეპარდიეს ცენტრის ნაწილი იქნება, სადაც გეგმავს გამართოს ფილმების ჩვენება, შემოქმედებითი საღამოები და ა.შ.

დეპარდიე, ასევე, დაათვალიერებს ფაბრიკებსა და ქარხნებს, სარანსკის ეკლესიის მშენებლობას.

ბოროდაჩოვმა განაცხადა, რომ დეპარდიე არ ივიწყებს რუსეთს, მან გადაღებებს შორის სამი დღე სპეციალურად გამონახა, რათა მორდოვეთში ჩავიდეს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ფრანგმა მსახიობმა ვლადიმერ პუტინისგან პირადად მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა ასევე შეინარჩუნა საფრანგეთის მოქალაქეობაც. იმავე წლის თებერვალში, დეპარდიე სარანსკში დარეგისტრირდაскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.