„თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დედა შემაგინა“ - ზღვის პირზე ინციდენტი მოხდა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარის თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ მან News.ge-ს განუცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, მიქაუტაძემ მას და მისი ოჯახის წევრებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი დღეს, ცოტა ხნის წინ, ზღვაზე მოხდა. როგორც თამარ ხაჭაპურიძემ News.ge-ს განუცხადა, მან ზღვაზე გიორგი მიქაუტაძის მიმართულებით ზღვაში გადააფურთხა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას დედა შეაგინა. ამის შემდეგ, ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილი მიქაუტაძისკენ გაემართა. მოსამართლემ მას სახეში მუშტი გაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. კონფლიქტში თამარ ხაჭაპურიძის მეუღლეც ჩაერთო. ხაჭაპურიძის თქმით, მათი გაშველებისას ფიზიკური დაზიანება თავადაც მიიღო.

თამარ ხაჭაპურიძის თქმით, ამჟამად ისინი გონიოს პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.

წყარო: news.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.