პრემიერმინისტრი EPP-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.

საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, რაც მას საშუალებას მისცემს, პირადად გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

მთავრობის მეთაურმა, შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციას და ქვეყნის განვითარების მყარი საფუძვლის შექმნას ემსახურება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის ერთგულია და ამაზე მიუთითებს როგორც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასევე - ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.

შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსაც დაეთმო.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ჩვენ ველოდებით და მივესალმებით რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს, მათ შორის ევროპარლამენტიდან”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე დაესწრნენ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.