"თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანია 2012 წლის განმავლობაში, თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა. დღეს არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა და შევეცდებით ეს აღარ განმეორდეს" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ქვეყნის მთავრობა და ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ ის იყოს უფრო მეტად ორიენტირებული ჩვენი მოსახლეობის და საქმიანი ადამიანების საჭიროებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

”ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამ პერიოდის განმავლობაში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისთვის, იმისთვის, რომ სრულად დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. დასრულდეს ტურისტული მიმართულებებით გზების მშენებლობა, იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. ახმეტას ეს პირდაპირ შეეხება, ვინაიდან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებით”, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდეს განათლების სისტემაში. ”პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან”, -აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის შექმნის შესახებ და 2012 წლის შემოდგომაზე მოხდა ძირეული გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ სინამდვილეში.

”თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანია 2012 წლის განმავლობაში, თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები. დღეს არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა და შევეცდებით ეს აღარ განმეორდეს. ამ 4 წლის განმავლიბაში ჩვენ მოვაგვარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, აღარ არის საჭირო უკანასკნელი ქონების გაყიდვა იმისთვის, რომ ოჯახის წევრს უმკურნალო. არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, როგორც არის დღეს.

ჩაყრილია საფუძველი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ამას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.