ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის (Jens Stoltenberg) შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ნაბიჯს ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად განიხილავს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ნატო-ს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო - ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.
საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ძალისხმევას არ დაიშურებს.
შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
იხილეთ ვიდეო: http://gov.ge/s/cce46
Prime Minister of Georgia met with the Secretary General of NATO
Democratic reforms of Georgia, preparation for the parliamentary elections and prospects of deepening NATO-Georgia relations were discussed during the meeting of the Prime Minister of Georgia Giorgi Kvirikashvili and Secretary General of NATO Jens Stoltenberg.
Head of the Government of Georgia thanked the Secretary General for the visit of the NAC and indicated that Georgia considers it to be yet another sign of support of Alliance.
Particular attention was paid to the steps taken in the area of increasing the country's defensibility as well as NATO's important contribution in this area.
The parties noted that NATO-Georgia relations are gradually developing and decisions taken at the Warsaw Summit are a clear indication of this, whereas Alliance has recognized Georgia as one of the most compliant and trustworthy partner.
Secretary General of NATO outlined the significant contribution of Georgian military personnel in ensuring international security.
The conversation also touched upon parliamentary elections scheduled this October. Prime Minister noted that the Government of Georgia will spare no effort to hold elections compliant with the democratic norms and international standards.
Deputy Secretary General of NATO Alexander Vershbow, NATO Secretary General's Special Representative for Caucasus and Central Asia James Appathurai, Head of the NATO Liaison Office, William Lahue as well as Minister of Foreign Affairs Mikheil Janelidze, Minister of Defence Levan Izoria, Minister of Justice Tea Tsulukiani, Minister of Internal Affairs Giorgi Mghebrishvili, State Minister on European and Euro-Atlantic Integration David Bakradze, Ambassador of Georgia to NATO Alexander Maisuradze and Deputy Head of the Administration of Government Nino Kobakhidze attended the meeting.
ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.