რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას ლიდერები? » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
რამდენიმე დღეა ხმაური არ წყდება პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" გარშემო.

ბოლო პერიოდში პარტია ორმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ და გიორგი რუხაძემ დატოვა.

"ეს აღარ არის პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე არის ძალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს",- ასე ახსნა გიორგი რუხაძემ პარტიის დატოვების მიზეზი.

ხათუნა ლაგაზიძემ კი განაცხადა რომ პარტიის საარჩევნო სიაში კრიმინალური მენტალობის მქონე პირები არიან.

კონკრეტულად კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი გიორგი კალაძე, იგივე "კალოშა".

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ლაგაზიძე პროკურატურაშიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ის საფრთხეს გრძნობს კალაძისგან.

ყოფილი თანაგუნდელის საპასუხოდ კალაძე აცხადებს, რომ არანაირი საფრთხე მისგან ლაგაზიძეს არ ემუქრება. მის განცხადებას კი "სულელურ გამოხტომას" უწოდებს.

პარტიაში რუხაძისა და ლაგაზიძის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ მათ საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში უნდოდათ ყოფნა.

"ბატონი გიორგი რუხაძე ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად 8 სექტემბერს წავიდა და ამის მიზეზი იყო ის, რომ საპარლამენტო სიის პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, ამაში ახალი არაფერია და ცალკე განცხადების გაკეთება ახალ მოვლენას არ ქმნის."-აცხადებს "სახელწმიფო ხალხისთვის" წევრი დავით ჯანდიერი.

გაერთიანების კიდევ ერთი წევრი ზურაბ ჯაფარიძე კი ყოფილ პრემიერთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

"ყველაფერი არის ზღაპარი, თუ რამე ინფორმაცია ჰქონდა გიორგი რუხაძეს, დადოს კონკრეტული ფაქტები ან 2-3 დღით ეთქვა, მანამ, სანამ სიაში არ მოხვდებოდა, მანამდე ამოეღო ხმა, თუ ასეთი რაღაცები იცოდა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არანაირი კავშირი არ აქვს არც ყოფილ პრემიერთან და არც ყოფილ პრეზიდენტთან."-განაცხადა მან.

საზოგადოებას მხოლოდ ის დარჩენია, დაელოდოს და ნახოს გაართმევს თუ არა მსოფლიო ბანი თავს პარტიის საკადრო კრიზისს თუ ხათუნა ლაგაზიძის წინასწარმეტყველებისამებრ "პარტია არჩევნებამდე არ მიჰყვება".

წყარო: "პრესა.ჯი"скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.