"საუბრიდან ამოჭრილია, რომ ვიძახდი - მე ხალხის წარმომადგენელი ვარ" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე მისი და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელებას ეხმაურება და ამ საუბრის ავთენტურობას ადასტურებს. თუმცა მისივე თქმით, ჩანაწერი დამონტაჟებულია.

"შევეგუე იმას, რომ მისმენენ. ეს გამოვაცხადე მე უკვე დიდი ხნის უკან. მე მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე მოქმედებენ, ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება რაც კი შეიძლება მოხდეს. მაგრამ არაფერია გავუძლებთ. რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა...ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. მე ვადასტურებ, რომ საუბარი ნამდდვილი იყო. ამოჭრილია ის, რომ მე ვიძახდი, რომ მე არ ვარ არც ქართული ოცნების, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. მე ვარ ხალხის წარმომადგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში. მე რომ მდომებოდა რომელიმე მხარეს ყოფნა, ვინ დამიშლიდა, დავუდგებოდი გვერდში. არ მინდა ბატონებო, არც ერთი არ ვარგა, ჩემის აზრით სულ სხვა რამაა გასაკეთებელი. ეს ხდება იმიტომ, რომ მართლა ეშინიათ მათ, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. ჩვენ აუცილებლად მოვალთ. სხვა გზა არ აქვს ქართველ ხალხს. ჩვენ უნდა მოვიდეთ , სხვანაირად არ ეშვე;ება ქვეყანას." განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.