საქართველო ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში მოხვდა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველო ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. როგორც“ფრაზერის ინსტიტუტის” „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების“ 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მეხუთე ადგილი უჭირავს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა კანადა, ირლანდია, მავრიტუსი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გუშინ გამოქვეყნდა და ის 2014 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინდექსი ზომავს 159 ქვეყანაში სხვადასხვა მონაცემებს, როგორიცაა: პირადი არჩევანის უფლება, ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები, საკუთრების უფლების დაცვა, კანონის უზენაესობა და ა.შ.

ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ჰონგ-კონგია, სიაში შემდეგია სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია.

საქართველოს შემდეგ სიაში რეიტინგში არიან გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი ზიმბაბვეშია. ამავე სიაში ხვდებიან ირანი, ალჟირი, ჩადი, განა, ანგოლა, არგენტინა, ვენესუელა და ა.შ.

„ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს კეთილდღეობას და ცხოვრების მაღალ დონეს, როდესაც დაბალი თავისუფლების მქონე ქვეყნებში დესპორტური რეჟიმებია, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების თავისუფლებას“,-ნათქვამია ოფიციალურ მედიარელიზში.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
საქართველო ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში მოხვდა

წყარო: http://businesscontract.ge/скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.