» » წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს.
    
    წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს.

    დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გაიმართა ხვითერში, ზღვაიაში და ზედა მაზანდარაში. 
    სოფლებში ჩატარებულ კრებებს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, ქ. წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერიანე კვარაცხელია, წალენჯიხის მერის მოადგილე კახაბერ შეროზია და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. კრებებზე მოსახლეობასთან ერთად განიხილეს არსებული პრობლემები და დასახელდა შემდეგი პრიორიტეტები: 
    მოსახლეობის უმეტესობამ ხვითერის უბანში, 26 მაისის ქუჩაზე, გარე განათების მოწყობას და შიდა გზის რეაბილიტაციას დაუჭირა მხარი. 
    ზღვაიას უბნის მოსახლეობის უმეტესობამ პარკის რეაბილიტაციას მისცა ხმა.
    ზედა მაზანდარაში გამართულ საერთო კრებაზე კი მოსახლეობამ გარე განათების მოწყობას და საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენას მისცა ხმა.
    სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.
    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან - 644 ათასი ლარი გამოიყო.

    მსგავსი სიახლეები
    
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
  • 
  • კადრები არქივიდან
  • 
  • "ეტალონი" წალენჯიხის მე-4 საჯარო სკოლაში
  • 
  • 9 მაისი- ფაშიზმზე გამარჯვების დღე!
  • 
  • იუსტიციის მინისტრმა სოფელ ჯგალში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა
  • 
    კომენტარის დამატება

    გთხოვთ დაიცავით ცენზურა.