აშშ-ის საელჩო საქართველოს კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს ულოცავს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

”არჩევნები მიმდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში. მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით.

ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს გამეორებით კენჭისყრას. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩევნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და განმეორებით კენჭისყრას”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.