.....დასავლეთ საქართველოში 5 მილიარდიანი პროექტი იწყება » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
დასავლეთ საქართველოში 5 მილიარდიანი პროექტი იწყება. საუბარია, პროექტ „შავი ზღვის მარგალიტის” მშენებლობაზე, რომელიც თავის თავში რამდენიმე პროექტს მოიცავს, მათ შორისაა გონიოს ინდუსტრიული ზონა. შესაბამისი მემორანდუმი ზონის ადმინისტრატორ კომპანია ICBT Corp-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა.
პროექტი გონიოში 315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. ასევე იგეგმება გურიაში და იმერეთში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა. იდეის ავტორი ქართული „ჯორჯიან ბელარუს ბიზნეს ჯგუფია”, რომელმაც პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ინვესტორთა ჯგუფი გააერთიანა და კომპანია ICBT-ად (ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი” ჩამოყალიბდა.
ზონის ადმინისტრატორი ქართული კომპანია „კორპორაცია ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი”-ს ხელმძღვანელი მერაბ დავითაძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მრავალმილიარდიან პროექტთან დაკავშირებით მემორანდუმებია გაფორმებული იმერეთის და გურიის გუბერნიებთან. როგორც დავითაძე ამბობს, რამდენიმე დღეში ინვესტორი საგარანტიო თანხას, 150 მილიონი დოლარის ოდენობით გამოყოფს, რომლის შემდეგაც კომპანიას სიმბოლურ ფასად (1 ლარად) იმერეთში, გურიაში და აჭარაში რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცემა.
მათ შორის, იმერეთში – 2. 500 კვადრატული მეტრი, გურიაში – 550 ჰექტარი, აჭარში -99 ჰექტარი.
დავითაძის განცხადებით, რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ის მას შემდეგ გაიცემა, რაც ურბანული დაგეგმარება დასრულდება. ასევე გეოდეზია, ესკიზური პროექტი და მაკეტი.
მისივე განმარტებით, საშუალოდ, მშენებლობის ნებართვის მიღებას 2 წელი დასჭირდება. „მას შემდეგ რაც ტერიტორია ჩვენ გადმოგევეცემა, დავიწყებთ წინასაპროექტო სამუშოებს და კვლევებს”-აცხადებს დავითაძე.
ინდუსტრიული ზონა სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ბიზნეს ობიექტების განთავსებას გულისხმობს, სადაც განთავსდება საფონდო ბირჟა, სალიზინგო კომპანიები და ბიზნეს სუბიექტები. მეორე ნაწილი ტურისტულ ზონას მოიაზრებს, სადაც მაღალი კლასის სასტუმროები განთავსდება. მესამე კი ვირტუალურ ზონას გააერთიანებს, სადაც IT ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
დავითაძე ამბობს, რომ საინვესტიციო თანხა შეადგენს დაახლოებით 4,5- 5 მილიარდ აშშ დოლარს. მისივე ინფორმაციით, პროექტით, ასევე იგეგმება გურიაში და იმერეთში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე რამდენიმე თვის წინ პროექტ „შავ მარგალიტს” უპრეცენდენტოს უწოდებდა და აცხადებდა, რომ გურიის რეგიონში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20-მდე საწარმოს აშენება. მათ შორის იქნება,ქათმის ფერმა, მინის ტარის წარმოება, სანაყინე, ბავშვა კვება და ასე შემდეგ.
2015 წლის ივლისში კომპანიაში აცხადებდნენ, ბიზნეს მიმართულების მხრივ პროექტის ფარგლებში შეიქმნება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომლის ლიცენზიაზეც კომპანიას ეროვნულ ბანკისგან მზაობა აქვს. ლიცენზიის მიღება ზონის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ მოხდება.
„ამ ბანკის მეშვეობით მოხდება ტრანზაქციების განხორციელება. ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დააფინანსეს პირველადი სამუშაოების განხორციელება”-აცხადებდნენ კომპანიაში.
გარდა ამისა, 99 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე იგეგმება სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც 18-20 მსხვილი საწარმოს ფუნქციონირებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით დაახლოებით 800-850 მილიონი დოლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. დასაქმდება 20 000 ადამიანი. პროექტი გულისხმობს ტურისტულ მიმართულებასაც. პროექტის დასრულება 2019 წლის აპრილ-მაისში იგეგმება.
წყარი: http://bfm.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.