წალენჯიხის საკრებულომ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
28 დეკემბერს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე, წალენჯიხის საკრებულომ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.საკრებულოს სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ: საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლი ბესიკ ფარცვანია, გამგებლის მოადგილეები:გიორგი ლუკავა და თენგიზ ფიფია, ასევე საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები, საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ.
გამგებლის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: კორნელ კვარაცხელია - მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების თაობაზე.
პროექტის წარმდგენი: გიორგი ლუკავა, გამგებლის მოადგილე;
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამების თაობაზე.
პროექტის წარმდგენი: მერაბ შონია, მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახურის უფროსი.
4. ქ. წალენჯიხაში წინასაახალწლოდ გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ.
გამგებლის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თენგიზ ფიფია, გამგებლის მოადგილე;
5. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მიერ საჯარო ინფორმაციის თაობაზე ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 ნოემბრის N23 დადგენილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. სხვადასხვა
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "წალენჯიხელების" რეგისტრაციის შესახებ.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.