როგორც უგულავა - " პარტიები არ უნდა იქმნებოდნენ ერთი ადამიანის გარშემო" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და მას "საკუთარი თავის პრობლემა" უწოდა.

"ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანა და გემსახურებით თქვენ, როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა მაინც გიყვარს, მაშინ უნდა დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს, შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო. მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში", - განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე და ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს.

"დიახ, 2012 წელს ჩვენ ჩამოვარდით დიდი კვარცხლბერკიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება, ხალხის გადაწყვეტილება არის ყოველთვის სწორი. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ", - განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავა აცხადებს, პარტიები არ უნდა იქმნებოდნენ ერთი ადამიანის გარშემო.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.