"20 იანვარს ყველანი ერთად დავინახავთ, თუ რა არის ხალხის ძალა", - ნიკა მელია » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ვცემ მათ აზრს პატივს, წამსვლელი წავიდა, უბრალოდ, ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებულები ვართ, რომ თავიანთი პირველი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს, - ეს განცხადება პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობიდან ლიდერების ერთი ნაწილის წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

მელიას განცხადებით, წასულებმა ბრიფინგზე მთელი თავიანთი დრო დაუთმეს პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას, მეტიც, კიდევ უფრო გასაკვირი იყო, ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს ნაციონალურ მოძრაობაზე. ეს კი ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულიყო, თუმცა პარტიამ მიიღო ახალი იმპულსი.

"როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს, რომელმაც დატოვა ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა მელიამ.

"20 იანვარს ყველანი ერთად დავინახავთ, თუ რა არის ხალხის ძალა", - განაცხადა ნიკა მელიამ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.