ტრამპმა კაპიტოლიუმზე შეკრებილ ამერიკულ ისტებლიშმენტს „ცივი შხაპი გადაასხა”! » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ქსპერტი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრამპმა ჭეშმარიტად რევოლუციური, მოკლე მაგრამ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთვა ინაუგურაციაზე და ამით პოლიტიკურ შოკში ჩააგდო იქ დამსწრე ისტებლიშმენტი. მაისაია მიიჩნევს, რომ ტრამპის სიტყვა ჰიპერ-ნაციონალისტური, პატრიოტული და მთლიანად ულტრა-პროტექციონისტური კონცეფტით იყო გჟღენთილი.


„აშშ-ს მსურს მივულოცო ახალი პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაცია და მათი ხელისუფლებაში მოსვლა. მიუხედავად ბევრი ინსინუაციებისა, დონალდ ტრამპი უკვე აშშ-ს 45-ე პრეზიდენტია. როგორც მისი არჩევა აშშ-ში სწორად ვიწინასწარმეტყველე, 2016 წლის 8 ნოემბრამდე, რამოდენიმე ხნის წინ, ასევე ზუსტად გავთვალე, რა იქნებოდა მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მის ინაუგურაციულ გამოსვლაში, აბსოლუტურად გამოიკვეთა ის ტენდენცია, რაც ასევე ვთქვი რამდენიმე ხნის წინათ. ტრამპმა მოახდინა ერთგვარი პოლიტიკური შოკი, როდესაც კაპიტოლიუმზე შეკრებილი ამერიკულ ისტებლიშმენტს " ცივი შხაპი გადაასხა" და როგორც ჭეშმარიტად რევოლუციური, მოკლე, მაგრამ შტამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა - "ამერიკელო ხალხო, მე თქვენ გიბრუნებთ ხელისუფლებას" და პირველ რიგში ჰიპერ-ნაციონალისტური მესიჯები წარმოთქვა. მან პირველად "ცივი ომის" შემდეგ, არ ისაუბრა საერთოდ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ყურადღება გამაახვილა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე და ულტრა-პროტექციონისტური კონცეფტით გამოვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპი თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსს ააგებს ნეო-იზოლაციონალიზმის პრინციპებზე და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ ნაკლებად მოახდენს ჩარევას, სულ მცირე, ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც ეს იყო ობამა-ბუშის პერიოდში.

ნაწილობრივ მისი გამოსვლა წააგავდა ბილ კლინტონის მიმართვას, რომელიც მან გააკეთა 1993 წელს, როცა იგი აირჩიეს აშშ-ს 42 პრეზიდენტად, ანუ ასევე იზოლაციონალისტური საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოაჩინა. ისევე, როგორც ქლინთონი, ასევე ტრამპი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზუსტად განსაზღვრავს ოთხი ძირითად კლასიფიკაციაში: - სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები, - მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები, - მთავარი ეროვნული ინტერესები, - პერიფერიული ეროვნული ინტერესები, რომელში როგორ დაალაგებს ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ასეთი გრადაციის მიხედვით, აი, ეს იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ ასე რომ გააკეთებს ტრამპი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ტრამპის რევოლუციური მიმართვა ამერიკელ ხალხს, რომ აშშ იქნება დიდი, ძლიერი და სოციალურად თანასწორი და რელიგიური პათოსის დაფიქსირება არის მისი მთავარი ლაიტმოტივი, სულ მცირე, 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ტრამპი ორიენტირებული იქნება შიდა პრობლემების მოგვარებაზე და სულ მცირე, 2 წლის განმავლობაში იგი ვერ მოიცლის გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე. ვნახოთ როგორ წავა ეს პროცესი", - წერს მაისაია.
წყარო :http://geworld.net/NEW/?page=view&art=9350-trampma-kapitoliumze-Sekrebil-amerikul-istebliSments-%E2%80%9Ecivi-Sxapi-gadaasxa%E2%80%9D!-скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.