ქ. ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N“ დირექტორმა ჯემალ მამედოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ.
პროექტი წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს.
ქ, ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი არასტაბილურად და შეფერხებით მიეწოდება.სამუშაოების დასრულების შემდეგ, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი, რომლის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 19 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N“-ს განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტები. კომპანია ახორციელებს წყალმომარაგების ინფრასტქუტურის გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტებს როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში.

წყარო: www.medianews.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.