დიდთოვლობა წალენჯიხაში » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
მესამე დღეა წალენჯიხაში თოვს. 17 თებერვლის 15 საათისთვის ქალაქის ცენტრში თოვლის საფარმა 60-70 სანტიმეტრს მიაღწია, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. სასწავლო დაწესებულებებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემწყდარია სწავლის პროცესი.
შექმნილია საგანგებო შტაბი მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელმძღვანელობით, რომელიც ინტენსიურ მუშაობას ახორციელებს სადღეღამისო რეჟიმში. იწმინდება, როგორც ცენტრალური ისე შიდა საავტომობილო გზები. მიუხედავად უამინდობისა ამ დროისთვის ნორმალურად ფუნქციონირებს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი.
17 თებერვლის ღამის საათებში, სხვადასხვა უბნებში ავარიულად გამოირთო ელექტრო ენერგია, მაგრამ "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელთა დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგად 18 საათისთვის აღდგენილიქნა ელ. ენერგიის მიწოდება თითქმის ყველა ფიდერზე.
საგანგებო შტაბი მიმართავს მოსახლეობას, დიდთოვლობის გამო წარმოშობილი პრობლემის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 64-70-50
სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთ საქართველოში 18 თებერვლიდან გამოიდარებს.
დიდთოვლობა წალენჯიხაში

დიდთოვლობა წალენჯიხაში

დიდთოვლობა წალენჯიხაში

დიდთოვლობა წალენჯიხაში
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.