მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველას - მდიდარია, საშუალო შემოსავლის, თუ - ღარიბი » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის არის, თუ - ღარიბი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვაში მოსალოდნელი ცვლილებები განმარტა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.

პირველი - მიზნობრივი ჯგუფებია, რომელშიც შედიან 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები.

მეორე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000ლარზე მეტია. ასეთი საქართველოში 32 000 ადამიანია. შემდეგია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მათი რაოდენობა 300 000-ია.

მეოთხე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რაოდენობა 102 000-ია. შემდეგი კატეგორიაა 6-18 წლამდე ასაკის პირები, სულ 503 000 ადამიანი. მეექვსე კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.

"სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას მშობიარობის დაფინანებისას, მიუხედავად იმისა, რომელიმე ჯგუფის მოქალაქე დარჩება თუ გადავა კერძოскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.