ტიტების პირველი პლანტაცია წალენჯიხაში » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
თამარ რინოსის ასული კვარაცხელია პროფესიით ფილოლოგია, მაგრამ საკუთარ ეზოში ტიტების გამოყვანის სურვილმა 15 წლის წინ დააფიქრა. რა თქმა უნდა მეუღლის, ვალერი ვალიკოს ძე ჭანტურიას თანადგომის გარეშე ქალბატონი თამარი ამ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევდა. დღეს მათ ეზოში 5000-მდე ძირი 18 სხვადასხვა ჯიშის ჰოლანდიური ტიტა ხარობს.
წალენჯიხის ადგილობრივი ტელევიზიის კორესპონდენტთან საუბარში ბატონმა ვალერიმ აღნიშნა, რომ თურმე წლების წინ მისმა დამ, დარეჯან ჭანტურიამ ამერიკიდან საჩუქრად რამდენიმე ბოლქვი გამოაგზავნა, რამაც საფუძველი დაუდო მათ გამრავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა, თამარი ბუნების ამ ულამაზეს ქმნილებას ყოველდღიურ მზრუნველობას არ აკლებდა და შედეგიც სახეზეა.

- ქალბატონო თამარ, სამომავლოდ ტიტების რაოდენობის გაზრდას ან ყვავილის სხვა სახეობების გახარებასაც ხომ არ გეგმავთ?
-ჯერ ამაზე არ გვიფიქრია, მაგრამ როგორც ვატყობთ საქართველოში ტიტებზე დიდი მოთხოვნაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდება ჩვენი საქმიანობით და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით გამოგვიყოფს გრანტს სათბურის ასაშენებლად, მზად ვართ გამოვიყენოთ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება, არ დავიშუროთ ძალ-ღონე და გავზარდოთ ყვავილების წარმოება. ჩვენი ტიტა მართლაც მაღალი ხარისხის ყვავილია, საამისოდ მთავარი პირობაა ნიადაგის სწორად შერჩევა და აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად ჩატარება.
დაფინანსების შემთხვევაში, ასევე მზად ვართ ვფიქროთ ტიტას გარდა სხვა ყვავილების გაშენებაზე. ტიტა წელიწადში ერთხელ ყვავის. სათბურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სხვა სახეობის ყვავილების მოშენება.
- დაწყებულ საქმეში მეუღლე მხარში გიდგათ?
- რომ არა მისი პროფესიული თანადგომა, ამ იდეას განხორციელება არ ეწერა. ის აგრონომია და მისი კვალიფიციური რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია. ტიტების მოვლა არ არის იოლი საქმე, მათ დღედაღამ კონტროლი სჭირდებათ, სათითაოდ ყველა ძირთან უნდა მიხვიდე, ტიტებს ძალიან უყვართ მზრუნველობა და ყურადღება. ჩვენ განსხვავებული პროფესიის ვართ, მაგრამ ყვავილებისადმი სიყვარულმა გაგვაერთიანა და დღეს ამ საქმისგან სულიერ სიამოვნებას ვღებულობთ. ასევე შელებისდგვრდ ვეხმარებით მეყვავილეობით დაინტერესებულ პირებს.
მჯერა, შეუძლებელია ასეთი შრომა და თავგანწირვა არ დაფასდეს.

კახა კვარაცხელია
ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში
ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში

ტიტების პირველი  პლანტაცია წალენჯიხაში


დღეს 9 აპრილია. საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყვალაზე ტრაგიკული დღე! 28 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე და ასეულობით მოქალაქის სამუდამოდ დასახიჩრება და დაავადება მოჰყვა. ამ ტრაგიკულ დღეზე საკმაოდ ბევრი ლექსი თუ მოთხრობაა შექმნილი, მაგრამ 9 აპრილის ტრაგედიას ალბათ ყევლაზე კარგად მაინც, მწერალ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი სიმღერა: “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გამოხატავს.

ეს სიმღერა ბოლო წლების მანძილზე ქართველი ახალგაზრდებისათვის ნამდვილი პატრიოტული ჰიტი იყო. სიმღერა, რომელიც ასოცირდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან და პირველ მძიმე ნაბიჯებთან ამ ბრძოლის დაწყების დროს.

скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.