ვირტუალური თამაშების ცენტრი წალენჯიხაში » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"

ოთამაშეები შეძლებენ სრულად გამოეთიშონ რეალობას და მთელი სიმძაფრით შეიგრძნონ ვირტუალური გარემო. ამას კი თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს თამაში საკმაოდ ვრცელი სიიდან, რომელშიც შედის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვირტუალური თამაშები. ყველა თამაში მარტივი და სწრაფად ათვისებადია ნებისმიერი ასაკისთვის, თუმცა ვირტუალური რეალობის განცდა იმდენად მძაფრია, რომ ხშირია წონასწორობის დაკარგვისა და სასიამოვნო შეგრძნების განცდა. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელია ინტერაქციული თამაშების თამაში, ასევე ე.წ. „ექსფერიანსები“, რომელიც არ მოითხოვს კონტროლერებას. „ექსფერიანსების“ შემთხვევაში მოთამაშე ხვდება განსხვავებულ სამყაროში, სადაც შეუძლია ფრენა, ცათამბჯენიდან გადმოხტომა, წყალქვეშ ცურვა გიგანტურ თევზებთან ერთად, საშიშ ატრაქციონებზე დაჯდომა, კოსმოსში გაფრენა და სხვა ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრა - ერთი სიტყვით, ყველანაირი მძაფრი შეგრძნება, რომელიც სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, ან ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
გამოსცადეთ თქვენი გამბედაობა და ვირტუალური სამყარო, მაშინ, როდესაც რეალობა მოსაწყენია... მობრძანდით, გელით.

ფასები:

Sony playstation 4 - 1 საათი 3 ლარი
3D Virtual Reality Glasses"ვირტუალური რეალობა" 5წთ - 1 ლარიскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.