თავისუფლება გიორგი მიქავას! » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
16 ივლისს, ქ. წალენჯიხაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს სოფ. ჯგალის მკვიდრი გიორგი მიქავა. მას ბრალად ედება ქ. წალენჯიხის ცენტრში დამწვარი ადმინისტრაციული შენობიდან ჯართში ჩაბარების მიზნით 6 ცალი გადახურებული თუნუქის სახურავის ფურცლის "ჟეშტის" ქურდობა. რის გამოც წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა 47.85 ლარის ქონებრივი ზიანი.
გიორგი მიქავა 2000 წლის 20 სექტემბრიდან აღრიცხვაზე იმყოფება წალენჯიხის ფსიქონარკოლოგიურ კაბინეტში დიაგნოზით: მძიმე გონივრული ჩამორჩენილობა. დანიშნული აქვს პენსია. აქედან გამომდინარე გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება ეჭვმიტანილისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზამ გიორგი მიიჩნია საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით მის მიმართ გამოყენებულიქნა 3 წლიანი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ ცენტყრში.
გიორგი მიქავას მშობლები, ნათესავები და ახლობლები მიიჩნევენ რომ გიორგის მიმართ გამოყენებულიქნა არასამართლიანი (მკაცრი) სასჯელი. მიმართავენ შესაბამის ორგანოებს თხოვნით, გიორგი მიქავას შეუმსუბუქდეს სასჯელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მზად არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.