კოკა შანავას მორიგი გამარჯვება » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
10.09.2017.საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ იზმირის (თურქეთი) ღია საერთაშორისო ტურნირზე 181 მონაწილეს პრაქტიკულად გადაუარა, 9-დან 8,5 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილს დამსახურებულად დაეუფლა. ერთადერთი ყაიმი მეგობარ მაღალაშვილთან ბრძოლის გარეშე, დებიუტშივე გააფორმა და უახლოეს მდევარს მაინც მთელი 1 ქულით გადაასწრო! ასეთი შთამბეჭდავი წარმატებისათვის (9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა) კოკას კარგა ხანია არ მიუღწევია.
სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ნომერ პირველი მოჭადრაკე, წალენჯიხელი სპორტსმენი , ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა იმედია მომავალშიც მრავალი გამარჯვებით გაგვახარებს, რითაც კიდევ უფრო წინ წასწევს წალენჯიხის, სამეგრელოსა და სრულიად საქართველოს სახელს.
ტელეკომპანია "ჯიხა" წალენჯიხის საზოგადოებრიობის სახელით ულოცავს კოკას ბრწყინვალე გამარჯვებას და უსურვებს ახალ-ახალი სპორტული მწვერვალების დაპყრობას!скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.