251 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტრი“-ს ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის 251 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
ზუგდიდის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეებს კომპიუტერები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლელა სვიმონიამ საგანმანთლებლო რესურცენტრების წარმოამდგენლებთან ერთად გადასცა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყო 34 წარჩინებული მოსწავლე, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა წალენჯიხის რესურს ცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ.
მოსწავლეების დაჯილდოებას ესწრებოდნენ: ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია, საკრებულოს წევრები თამუნა ჯიქია და ეკატერინე ჯიფაია.
პროგრამა ჩემი პირველი კომპიუტერი 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. აღსანიშნავია რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2470 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2557 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
251 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

251 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

251 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
251 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

251 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.