საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > "სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი რეაგირება"
მთავარი > ახალი ამბები / პოლიტიკა > "სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი რეაგირება"

"სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი რეაგირება"


14-09-2016, 23:38. ავტორი: admin
სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი რეაგირება- ასეთია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გამოხმაურება დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე.

თამარ ქალდანის თქმით, ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება განსაკუთრებით საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდში.

"საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედიას. თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას, მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ" - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან კავშირი არ აქვთ.

ცნობისთვის,შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ["პრესა.ჯი"]скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge