საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია
მთავარი > ახალი ამბები / News > საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია


30-03-2017, 20:44. ავტორი: jikhatv
მე ვთხოვე ჩვენს მეგობარს, დალია გრიბაუსკაიტეს, რომ ნატოს სამიტზე ჩემი პირადი სახელით საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს,- ამის შესახებ ლიტვაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო-ლიტვის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, ახლა თავისუფალ უვიზო მიმოსვლას, აქ ამ წერტილში არ მთავრდება და მომავალშიც გაგრძელდება.
“ამ თვალსაზრისით მე ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი უაღრესი ინტერესი მომავალი ნატოს სამიტის მიმართ. საზოგადოებამ იცის რომ ნატოს სამიტი იქნება შეზღუდული ფორმატის, სადაც არაწევრი ქვეყნები არ იქნებიან წარმოდგენილი და მე ვთხოვე ტრადიციულად ჩვენს მეგობარს ქალბატონ გრიბაუსკაიტეს, ადამიანს რომელსაც არაერთ სამიტზე და საერთაშორისო ფორუმზე დაიცავს საქართველოს ინტერესი, რომ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება ჩვენს დღის წესრიგს და ჩემი პირადი სახელით საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს ამ სამიტზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დღის წესრიგი, მათ შორის, ლიტვის მეცადინეობით სერიოზულად წამოიწევა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრეზიდენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ გასაღრმავებელია საქართველოს მონაწილეობა სატრანზიტო პროექტებში, რომლითაც ლიტვაც არის დაინტერესებული.
“როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვა, ხალხებს შორის თანამშრომლობა და თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ამ თანამშრომლობას დამატებით შესაძლებლობას შესძენს, როგორც ვაჭრობის, კულტურის, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობისა და ბიზნესის თვალსაზრისით”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო ლიტვაში სიმბოლური დელეგაციითაა წარმოდგენილი. დელეგაციით, რომელშიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

“დღეს აქ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ აფხაზური და ოსური წარმოშობა, ჩვენს შორის არის აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპაციის შედეგად დევნილი საქართველოს მოქალაქე.

მე დღეს ამ დელეგაციის წინაშე და ჩვენი მეგობარი ხალხის წინაშე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, იმას რომ ის სირთულეები, რაც აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აუცილებლად გადაწყდება არაძალადობრივი გზით და აუცილებლად გადაწყდება ევროპულ კონტექსტში და ევროპულ ფორმატში.

და ბოლოს, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ერთმანეთს არაერთხელ შევხვედრივართ. სამი წლის წინ, სწორედ აქ დაიწყო ჩემი პირველი ვიზიტი, სამიტის ფარგლებში. თქვენ დამდეთ პატივი და იყავით ჩემს ინაუგურაციაზე და მე ვიქნები ბედნიერი, თუ თქვენ ჩამობრძანდებით საპასუხო ვიზიტით საქართველოში” ,- მიმართა გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს.скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge