საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი
მთავარი > ახალი ამბები / News > წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი


24-04-2017, 21:54. ავტორი: jikhatv
ძლიერმა ქარმა სამეგრელოში 12 მრავალსართულიან კორპუსს და ათობით კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

სახურავები დაზაინებულია საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე. სტიქიამ წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, აბაშის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა. ძლიერი ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები დააზიანა.

სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. პრობლემურ ადგილზე დროულად იყვნენ მობილიზებული, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

დაზიანებული სახლების დროებითი გადახურვა წუხელვე მოხდა. დაზიანებული კორპუსების აღდგენითი სამუშაოები კი, დღეიდან დაიწყება. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა რაიონულ ცენტრში აღდგენილია. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ ზუგდიდისა და წალენჯიხის რამდენიმე სოფელი რჩება, დაზიანებულ კერებზე სამუშაოები კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიამ" დილიდან დაიწყო და ელექტრომომარაგება ყველა აბონენტს დღეს აღუდგება.

ქარის შედეგად დაზიანდა სამი საჯარო სკოლის სახურავი წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. სამივე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა და გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება.
ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა, სადაც 12 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი დაზიანდა, ხოლო 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. მრავალბინიანი კორპუსების სახურავები ასევე, დაზიანდა ჯვარში, წალენჯიხაში, ფოცხოეწერსა და ზღვაიას დასახლებაში.

ძლიერმა ქარმა კერძო სახლების სახურავები ნაწილობრივ დააზიანა ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც. ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი

скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge