საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > საპროტესტო აქცია წალენჯიხის ცენტრში.
მთავარი > ახალი ამბები / News > საპროტესტო აქცია წალენჯიხის ცენტრში.

საპროტესტო აქცია წალენჯიხის ცენტრში.


5-06-2017, 18:11. ავტორი: admin
5 ივნისს, წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მოაწყვეს საჩინოს და მედანის თემებში მცხოვრებმა მოსახლეობამ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უგზოობის გამო აღნიშნულ სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია და ხელისუფლებისგან ითხოვენ სწრაფ რეაგირებას გზების სარეაბილიტაციოდ. აქციის მონაწილეებს კომპეტენტური პასუხები გასცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ღვინჯილიამ და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა. აქცია მოკლე ხანში დაიშალა იმ პირობით, რომ ხელისუფლების მხრიდან გაკეთდება ყველაფერირათა დაჩქარდეს პროექტის სრულყოფილად განხორციელება.
скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge